0
მენიუ
banner banner

"მომავლის" პროფესიას ვეუფლები" - მაკა ჯახველაძის შთაბეჭდილება

"მომავლის" პროფესიას ვეუფლები" - მაკა ჯახველაძის შთაბეჭდილება

 

მაკა ჯახველაძე სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე სწავლობს და კურსის შესახებ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანია პირველი ნაბიჯები გადავდგა ციფრულ სამყაროში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პროფესიას დავუფლებოდი.”

კურსზე დარეგისტრირებამდე გავეცანი პროფესიის შესახებ ინფორმაციას და ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მეგობრის რეკომენდაციით, არჩევანი სმარტ აკადემიაზე შევაჩერე. ჩემი მოლოდინი გამართლდა, მოუთმენლად ველი ამ პროფესიით მუშაობის დაწყებას.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში შემექნა წარმოდგენა ციფრული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლზე, ტესტერის როლსა და მნიშვნელობაზე. დავრწმუნდი, რომ უმნიშვნელოვანეს და "მომავლის" პროფესიას ვეუფლები. კურსმა დეტალური ინფორმაცია მომცა, მოთხოვნების შეგროვებიდან თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ციფრულმა პროდუქტმა, რომ ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის, იყოს ხელმისაწვდომი.

კურსის განმავლობაში გაიზარდა ჩემი მოტივაცია, ყველაფრის სწავლა მომინდა, რაც ტესტერის პროფესიასთანაა დაკავშირებული. გავხდი დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირებული და დავალებების მეშვეობით, კიდევ უფრო, განმივითარდა ლოგიკური აზროვნების უნარი.

ლექტორის შესახებ 

თაკო და ლადო გამორჩეული ლექტორები არიან, ნამდვილი პროფესიონალები. Ნებისმიერ დროს, მზად იყვნენ ჩვენს კითხვებზე პასუხების გასაცემად. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებულად დავიწყებ ამ პროფესიით სამსახურის ძებნას. მზად ვარ სიახლეებისა და გამოწვევებისთვის.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

ამ პროფესიაში მომწონს ის, რომ მუდმივად შესაძლებელია განვითარება და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ასევე, შინაარსობრივი მხარეც ძალიან სასიამოვნოა, რადგან იცი, რომ მომხმარებელს გაუმარტივებ ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობას.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია საუკეთესოა, ყველგან რეკომენდაციას გავუწევ.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები